geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართული ენის დღისადმი მიძღვილი სტუდენტური ესეების კონკურსი

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სტუდენტური ესეების კონკურსს თსუ-ს ყველა ფაკულტეტის – ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის – სტუდენტებისათვის.

კონკურსის პირობები:
• ესე უნდა ეხებოდეს შემდეგ თემებს:
ქართული ენა
ქართული დამწერლობა
სახელმწიფო ენა
დედაენა

 

ნაშრომს შეაფასებს ჟიური და 2023 წლის 13 აპრილს გამოავლენს საუკეთესო 3 ნაშრომს.


კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტს გადაეცემა სერტიფიკატი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
განაცხადის ფორმა:
• მომხსენებლის სახელი, გვარი;
• სწავლების საფეხური:
• მისამართი;
• ტელეფონი (მობილური);
• ელექტრონული ფოსტის მისამართი;
• ნაშრომის სათაური;
• ნაშრომი.
ესეს გაფორმების წესი:
• ფურცლის ზომა A4;
• მინდორი: ზევით-ქვევით – 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2სმ;
• შრიფტი – უნიკოდი (Sylfaen);
• შრიფტის ზომა – 12;
• სტრიქონებს შორის მანძილი – 1;
• გვერდების რაოდენობა – 3.


კონკურსით მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნოთ 2023 წლის 15 მარტამდე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hs@tsu.ge

საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

თარიღი: 27/12/2022